weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ზვიად პატარიძე მსოფლიო საკლუბო თასის გამარჯვებულია

13:48 შაბათი, 16 დეკემბერი 2017

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზვიად პატარიძე ირანში გამართული მსოფლიო საკლუბო თასის გამარჯვებული გახდა. ქუთაისელი მძიმეწონოსანი ფალავანი ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიოს თასის გამარჯვებული.

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ირანული კლუბები დაუპირისპირდნენ. „ბიმეჰ რაზიმ“, რომლის შემადგენლობაში ზვიად პატარიძე ასპარეზობდა, 8:2 დაამარცხა „სინა სანატი“. პატარიძემ გასულ წელს სწორედ „სინა სანატის“ შემადგენლობაში გაიმარჯვა.

რაც შეეხება ქართულ კლკუბს, იგი ჯერ ნახევარფინალში „სია სანატთან“ დამარცხდა, შემდეგ კი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში თურქულ „ბუიუქშეჰირთანაც“ წააგო.

შეგახსენებთ, რომ ასევე ირანში გამართულ მსოფლიო საკლუბო თასზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი გახდნენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]