weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ხოსეპ გვარდიოლა სამი ჩემპიონატის რეკორდსმენია

15:46 შაბათი, 16 დეკემბერი 2017

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ახლახანს ინგლისის პრემიერ ლიგის რეკორდის ავტორი გახდა. ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით მანჩესტერულმა კლუბმა ზედიზედ 15 თამაში მოიგო, რაც ინგლისის ჩემპიონატში მოგებათა ყველაზე ხანგრძლივი სერიაა.

„მანჩესტერ სიტიმ“ ლონდონის „არსენალის“ მიღწევა (14 გამარჯვება) გააუმჯობესა.

აღსანიშნავია, რომ ხოსეპ გვარდიოლა ზედიზედ მოგებული თამაშების რაოდენობით გერმანიისა და ესპანეთის ჩემპიონატების რეკორდსმენიცაა: ბუნდესლიგაში გვარდიოლას გაწვრთნილმა „ბაიერნმა“ 2013-2014 წლების სეზონში მიჯრით 19 მატჩი მოიგო, ხოლო „ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონატში 2010-2011 წლების სეზონში ზედიზედ 16 შეხვედრაში გაიმარჯვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]