weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ქართველმა ძიუდოისტებმა სანკტ-პეტერბურგის მასტერსზე სამი ოქროს მედალი მოიპოვეს

10:57 ორშაბათი, 18 დეკემბერი 2017

ქართველმა ძიუდოისტებმა, ბექა ღვინიაშვილმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და გურამ თუშიშვილმა რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში გამართული მასტერსის ტურნირი ოქროს მედლებით დაასრულეს.

90 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ბექა ღვინიაშვილმა უმთავრეს ფავორიტად შერაცხულ სამხრეთ კორეელ დონ ჰან გვაკს 2 ვაზარი აართვა და იქვე შებოჭა კიდეც. მანამდე ღვინიაშვილმა უზბეკ იახიო იმამოვსა და უნგრელ კრისტიან ტოტს თითო ვაზარი აართვა, ფინალში გასასვლელად კი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილს შანსი არ დაუტოვა.

ბექა ღვინიაშვილის შემდეგ, ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) მე-2 ქართველი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში მიმდინარე მასტერსზე საქართველოს ჰიმნი ააჟღერა. ქართველმა ძიუდოკამ ფინალური ორთაბრძოლა ჰოლანდიელ მიკაელ კორელთან ჩაატარა და ვაზარით იმარჯვა. იქამდე კუბელ ენდი გრანდასა და რუს კირილ დენისოვს, შესაბამისად, იპონითა და ვაზარით აჯობა, ნახევარფინალში კი უნგრეთის წარმომადგენელ მიკლოშ სირენიკსს ერთბაშად 3 ვაზარი აართვა.

გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) კი ქართველ ძიუდოისტთა მიერ რუსულ მასტერსზე მოპოვებული ოქროს მედლების რაოდენობა გაასამა. თუშიშვილმა ფინალში ჩინებულად იასპარეზა და ბრაზილიელ დავიდ მოურას ჯერ ვაზარი აართვა, შემდეგ კი მეტოქე იპონზეც დასცა. თუშიშვილმა მერვედფინალში რუსი ანტონი კრივობოკოვი იპონით დაამარცხა, მეოთხედფინალში კუბელ ალექს გარსია მენდოსასთან 7 წუთი იჭიდავა და დამატებით დროში გადამწყვეტი შიდო მიაღებინა, ნახევარფინალში კი ბრაზილიელი რაფაელ სილვა აშკარად დაჯაბნა და 3 გაფრთხილების გამო მეტქოე ვადაზე ადრე მოახსნევინა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]