weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

„მუნდიალზე იტალიის ნაკრების არყოფნა ტრაგედიაა“ - ჯანი ინფანტინო

14:18 ოთხშაბათი, 20 დეკემბერი 2017

ჯანი ინფანტინოს განცხადებით, მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების არყოფნა ტრაგედიის ტოლფასია. FIFA-ს პრეზიდენტი ასევე დასძენს, რომ მუნდიალზე თამაში სხვებმა უფრო მეტად დაიმსახურეს.

„სანამ FIFA-ს ხელმძღვანელი გავხდებოდი, იტალიის ნაკრების დიდი გულშემატკივარი ვიყავი. უნდა ვაღიარო, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი არყოფნა ნამდვილი ტრაგედიაა, თუმცა, ასეა, ვინც უფრო დაიმსახურა, ის ითამაშებს. საჭიროა ბევრი მუშაობა და რეფორმების გატარება, რომ იტალია მსოფლიო ფეხბურთში დაბრუნდეს”, - განაცხადა იტალიური ფესვების მქონე შვეიცარიულმა საფეხბურთო მაღალჩინოსანმა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე შვედეთთან პლეი-ოფში სენსაციური მარცხის შემდეგ ვერ მოხვდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]