weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ლაშა ტალახაძე საქართველოს საუკეთესო სპორტსმენია

11:52 შაბათი, 23 დეკემბერი 2017

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დაასახელა. სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ახალგაზრდა ძალოსანი სეოკ-ის საანგარიშო სესიაზე დააჯილდოვა.

„ფედერაციისთვის და ჩემთვისაც საკმაოდ კარგი წელი იყო. ფედერაციაში წელს უამრავი მოგება დაფიქსირდა და უამრავი გამარჯვება მოიპოვა საქართველომ. დღეს ეს შრომა დაგვიფასა ოლიმპიურმა კომიტეტმა, რაც არის სასიხარულო მომენტი და ეს უფრო მეტ სტიმულს მაძლევს მომავალი წარმატებებისთვის“, - განაცხადა 24 წლის ძალოსანმა.

ლაშა ტალახაძემ 2017 წელს სამი ტიტული სამი რეკორდით მოიგო: აპრილში, ხორვატიის ქალაქ სპლიტში ევროპის უძლიერესი ძალოსნის ტიტული მოიპოვა და ატაცში მსოფლიო რეკორდი დაამყარა; ნოემბერში, დუშეთში, საქართველოს ჩემპიონი გახდა ასევე არნახული მიღწევით; 6 დეკემბერს კი, ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში მეორედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი. ორჭიდის ჯამში ლაშა ტალახაძემ 477კგ დაძლია. ის აგრეთვე დაეუფლა ოქროს მედლებს ატაცსა და აკვრაში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]