weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

აფხაზეთის ომის გმირ გოჩა თათრიშვილის სახელობის თასი კასპის გუნდმა მოიპოვა

12:29 სამშაბათი, 26 დეკემბერი 2017

კასპის ახლად გახსნილ დარბაზში აფხაზეთში გმირულად დაღუპული, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერის, გოჩა თათრიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამოყვარულო საკალათბურთო ტურნირი გაიმართა, რომლის ინიციატორი მწვრთნელი გია გვალია იყო.

შეჯიბრება ოლიმპიური სისტემით გაიმართა. ოთხ მონაწილე გუნდს შორის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში „გორმა“ „ხაშურს” თანაბარ ბრძოლაში სძლია, ხოლო „კასპმა“ ასევე დაძაბულ თამაშში თბილისელებს აჯობა. მესამე ადგილისთვის მატჩში „ხაშურმა“ „თბილისი“ დაამარცხა. ფინალური დაპირისპირება საინტერესო სანახავი გამოდგა. მასპინძლებმა საბოლოოდ 76:69 მოიგეს.

საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი გოჩა თათრიშვილის სახელობის თასი კასპელ გიორგი სიმონიშვილს ერგო. იგი ტურნირზე საგანგებოდ მოწვეულმა ვეტერანმა კალათბურთელებმა გივი ბიჭიაშვილმა და ნოდარ ქორქიამ საქართველოს ნაკრების ფორმითაც დააჯილდოვეს. ხოლო გამარჯვებულთა კაპიტან ლაშა მამულაშვილს საჩემპიონო თასი აფხაზეთში დაღუპული გმირის დედამ, ქალბატონმა ლამარა კახიანმა გადასცა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]