weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჩრდილოეთ კორეა და სამხრეთ კორეა ოლიმპიადაზე ჰოკეიში ერთი გუნდით იასპარეზებენ

14:08 ხუთშაბათი, 18 იანვარი 2018

ჩრდილოეთ კორეა და სამხრეთი კორეა შეთანხმდნენ 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ჰოკეისტი ქალების ერთიანი გუნდით მონაწილეობაზე. ერთიანი გუნდის თეთრ დროშაზე გამოსახული იქნება კორეის ნახევარკუნძული ცისფერ ფერში, როგორც ეს ტურინის 2006 წლის ოლიმპიადაზე იყო.

ორ კორეას შორის მიღწეული შეთანხმება საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უნდა დაამტკიცოს. მოსალოდნელია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს 9-25 თებერვალს სამხრეთ კორეაში მდებარე ქალაქი პიონჩანი უმასპინძლებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]