weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

რაფაელ ნადალმა მადრიდის მასტერსი მოიგო

09:41 სამშაბათი, 16 მაისი 2017

მადრიდის მასტერსის საჩოგბურთო ტურნირის ფინალში ესპანელმა რაფაელ ნადალმა ავსტრიელი დომინიკ ტიმი 2 საათსა და 20-წუთიან შეხვედრაში 7:6, 6:4 დაამარცხა.

პირველ სეტში ნადალმა ტაი-ბრეიკზე მძიმე ბრძოლაში 10:8 მოიგო, ტიმს კი ორი სეტ-პოინტი ჰქონდა. მეორე პარტიის სტარტზევე ესპანელმა გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა და შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

ესპანელმა ჩოგბურთელმა ამ გამარჯვებით ერთი მილიონი ევრო და 1000 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

რაფა ნადალმა კარიერაში 72-ე ტიტული და მასტერსის 30-ე ტურნირი მოიგო. მასტერსების რაოდენობით იგი სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს გაუთანაბრდა, რომელსაც ასევე 30 ტურნირი აქვს მოგებული.

შეგახსენებთმ, რომ რაფაელ ნადალმა ზედიზედ 15 შეხვედრა და სამი ტურნირი მოიგო: მონტე-კარლოს, ბარსელონასა და ახლა უკვე მადრიდის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]