weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ვაკო გვილია შვეიცარიის ჩემპიონატში ითამაშებს

11:03 სამშაბათი, 30 იანვარი 2018

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ვალერიან (ვაკო) გვილია კარიერას შვეიცარიის სუპერ ლიგის კლუბ „ლუცერნში'' გააგრძელებს. ოფიციალური ინფორმაციით, 23 წლის ქართველმა ნახევარმცველმა კლუბთან ხელშეკრულება 2020 წლამდე გააფორმა, სატრანსფერო თანხა კი უცნობია.

ზუგდიდში დაბადებულ გვილიას აქამდე ზაპოროჟიეს „მეტალურგში“, „მინსკსა“ და ბორისოვის „ბ.ა.ტ.ე.“-ში უთამაშია, სადაც ბელარუსის ჩემპიონობა და ბელარუსი სუპერ თასიც მოიპოვა, თუმცა ბოლო პერიოდში მას თამაში პრაქტიკულად არ უწევდა.

რაც შეეხება „ლუცერნს“, 2016-17 წლების შვეიცარიის ჩემპიონატში კლუბმა მეხუთე ადგილი დაიკავა, თუმცა მიმდინარე სეზონში წარუმატებლად ასპარეზობს, 10 გუნდს შორის მეცხრე ადგილზეა, მის ანგარიშზე 20 ქულაა და მხოლოდ სამი ქულით უსწრებს ბოლოადგილოსან „სიონს“.

აქვე გეტყვთ, რომ ვაკო გვილიამ საქართველოს ეროვნულ გუნდში 11 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი ავსტრიასთან სტუმრად გამართულ  მატჩში (1:1) გაიტანა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]