weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„თელავში“ სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელები ისინჯებიან

11:26 სამშაბათი, 30 იანვარი 2018

საქართველოს ეროვნულ ლიგა 2-ში დაწინაურებულ „თელავში“ ორი უცხოელი ფეხბურთელი ისინჯება. თელავური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჟამად გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი დეკანოსიძე ბრაზილიელ სილას სოუზასა და არგენტინელ მარსელო გონსალესს აკვირდება.

მოსამზადებელ პერიოდში „თელავმა“ პირველი ამხანაგური მატჩი თანალიგელ „ნორჩ დინამოსთან“ ჩაატარა, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა. თამაშში სოუზამ მეორე ტაიმი ჩაატარა, ხოლო გონასალესს ტრავმის გამო არ უთამაშია.

მოსამზადებელ ეტაპზე „თელავი“ თბილისში კიდევ 5 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს: 3 თებერვალს ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ ბოლნისის „სიონთან“, 8 თებერვალს - სომხურ „განძასართან“, 10 თებერვალს - „საბურთალო 2“-თან, 17 თებერვალს - „ცხინვალთან“, 21 თებერვალს კი - თბილისის „შევარდენთან“.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]