weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ლაშა ტალახაძე 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად დასახელდა

23:48 ორშაბათი, 05 თებერვალი 2018

ქართველი ძალოსანი, მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი გახდა, ქალებს შორის კი საუკეთესოდ ესპანელი ლინდა ვალენტინი დასახელდა.

ძალოსნობის მსოფლიო გაერთიანების მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ქართველმა რეკორდსმენმა ხმათა ყველაზე მეტი რაოდენობა დააგროვა. 2016 წელს ტალახაძე მეორე ადგილზე იყო. წელს მან ჯამში 9800 ხმა მიიღო. რაც შეეხება ესპანელ ძალოსან ქალს, ოლიმპიურ ჩემპიონ ლინდა ვალენტინს, მან გულშემატკივრების 16 400 ხმა მოაგროვა. 

ძალოსნობის მსოფლიო გაერთიანება საუკეთესო ძალოსანი მამაკაცის გამოსავლენად გამოკითხვას 1982 წლიდან ატარებს. ლაშა ტალახაძე პირველი ქართველია, ვინც ეს წოდება მოიპოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]