weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველო ოთხი სპორტსმენით გამოვა

11:42 სამშაბათი, 06 თებერვალი 2018

სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით ოთხი სპორტსმენი გამოვა, რომლებიც სამ სპორტულ დისციპლინაში იასპარეზებენ.

საქართველოს სახელს პიონჩანში 22 წლის მოციგურავე მორის ყვითელაშვილი, 20 წლის მოციგავე გიორგი სოღოიანი და სამთო-მოთხილამურეები - 24 წლის ნინო წიკლაური და 29 წლის იასონ აბრამაშვილი.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში ქართველ ოლიმპიელთა დელეგაციის გაცილების ცერემონია გაიმართა. სპორტსმენებმა ოლიმპიური ფიცი წარმოთქვეს.

ქართველ ოლიმპიელთა გამოსვლის განრიგი ასეთია:

11 თებერვალი - გიორგი სოღოიანი (ციგა) - თბილისის დროით 23:20 - 02:05 საათი

12 თებერვალი - ნინო წიკლაური (გიგანტური სლალომი) - თბილისის დროით 14:45 - 20:05 საათი

14 თებერვალი - ნინო წიკლაური (სლალომი) - თბილისის დროით 14:45 - 19:55 საათი

16 თებერვალი - მორის ყვითელაშვილი (მოკლე პროგრამა) - თბილისის დროით 14:30 - 19:00 საათი

17 თებერვალი - მორის ყვითელაშვილი (თავისუფალი პროგრამა) - თბილისის დროით 14:30 - 18:55 საათი

18 თებერვალი - იასონ აბრამაშვილი (გიგანტური სლალომი) - თბილისის დროით 14:45 - 20:15 საათი

22 თებერვალი - იასონ აბრამაშვილი (სლალომი) - 14:45 - 20:10 საათი

შეგახსენებთ, რომ XXIII ზამთრის ოლიმპიური თამაშები კურორტ პიონჩანში 9 თებერვალს გაიხსნება და 25 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიადაზე 90 ქვეყნის 3 ათასამდე სპორტსმენი სპორტის 15 სახეობაში იასპარეზებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]