weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან 8 წელი გავიდა

14:39 ორშაბათი, 12 თებერვალი 2018

ახალგაზრდა ქართველი მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკული გარდაცვალებიდან რვა წელი გავიდა. ოლიმპიელი სპორტსმენი კანადის ქალაქ ვანკუვერში, 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადის გახსნამდე გამართული ვარჯიშისას დაიღუპა.

2010 წლის 12 თებერვალს, ზამთრის XXI ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე ნოდარ ქუმარიტაშვილმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და მისი 143.3 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეეჯახა. ციგიდან ამოვარდნილი სპორტსმენი ტრასიდან მოშორებით მდებარე ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. სასწრაფო დახმარების ვერტმფრენით ის მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 21 წლის ქართველი მოციგავე საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორთა ოფიციალური განცხადებით, ტრაგედია ქართველი მოციგავის შეცდომას მოჰყვა და არა ტრასის გაუმართაობას - ნოდარ ქუმარიტაშვილმა მე-15 მოსახვევიდან გამოსვლა დააგვიანა და მომდევნოში სწორად შესვლა ვერ შეძლო.

აღსანიშნავია, რომ იმავე ტრასაზე, ზუსტად იმ მონაკვეთში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, იტალიელი არმინ ცოგელერიც დაშავდა, რომელმაც ასევე დაკარგა მართვა და ციგიდან გადმოვარდა. სიკვდილს გადაურჩა რუმინელი მოციგავე ვიოლეტა სტრამატურარუც, რომელსაც იგივე ტრასაზე ავარიისას ტვინის შერყევა დაუდგინდა და ოლიმპიადიდან მოიხსნა.

ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს დელეგაცია სამგლოვიარე დროშით გამოვიდა. ნოდარ ქუმარიტაშვილი 2010 წლის 20 თებერვალს, მის მშობლიურ ბაკურიანში, ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. ბაკურიანში იმ ქუჩას, სადაც ნოდარ ქუმარიტაშვილი ცხოვრობდა, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ქართველი ოლიმპიელის სახელი ეწოდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]