weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ტოჩინოშინმა კიდევ ერთი ტიტული მოიპოვა

10:22 სამშაბათი, 13 თებერვალი 2018

ტოჩინოშინის სახელით ცნობილი 30 წლის ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე კიდევ ერთი ტიტულის მფლობელი გახდა. იანვარში კარიერაში პირველი „იმპერატორის თასის” მოპოვების შემდეგ ქართველმა სეკიტორიმ ტოკიოს ელიტარულ დარბაზ „რიოგოკუ კოკუგიკანში” გამართული რიგით 42-ე ერთდღიანი ტურნირი მოიგო.

ერთდღიანი ტურნირი ტელეკომპანია „ფუძის” ეგიდით გაიმართა. ტოჩინოშინმა მერვედფინალში იოკოზუნა ჰაკუჰო დაამარცხა, მეოთხედფინალში ჰოკუტოფუჯი დაჯაბნა, ნახევარფინალში ოკინოუმის აჯობა, გადამწყვეტ შერკინებაში კი ტამავაშის მოუგო. შეჯიბრში მონაწილეობა არ მიუღიათ ორ სხვა იოკოზუნას – კაკურიუსა და კისენოსატოს.

პროფესიონალური სუმოს მორიგი რეიტინგი (ბანძუკე) 26 თებერვალს გამოქვეყნდება, მომდევნო ბაშო კი ქალაქ ოსაკაში 11-25 მარტს ჩატარდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]