weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ბაკურიანში სკი კროსში საერთაშორისო შეჯიბრი გაიმართება

16:44 სამშაბათი, 13 თებერვალი 2018

16-17 თებერვალს, ბაკურიანში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით სკი კროსში შეჯიბრი გაიმართება, რომელშიც ქართველი, ავსტრიელი, ჩეხი, სლოვაკი, ყაზახი და ავსტრალიელი მოთხილამურეები მიიღებენ მონაწილეობას. სკი კროსის საერთაშორისო შეჯიბრი საქართველოში პირველად ტარდება.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, შეჯიბრი დიდველის პირველ ტრასაზე ჩატარდება. სათხილამურო ტრასა ზღვის დონიდან – 2163 მეტრზე დაიწყება და მისი სიგრძე 915 მეტრი იქნება.

„სათხილამურო ტრასის ასაშენებლად სკი კროსის მსოფლიო ეტაპების ტრასების დიზაინერი და მშენებელი, ფრანგი სპეციალისტი ტომას გირლანდო ჩამოდის. ეს შეჯიბრი პირველი ნაბიჯია სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩასატარებლად. სკი კროსის ბაკურიანში წარმატებით ჩატარება, საქართველოს დაეხმარება სხვა აპლიკანტ ქვეყნებს შორის საპატიო ადგილის მოპოვებაში. გარდა ამისა, ბაკურიანის შეჯიბრში მოპოვებული საერთაშორისო ქულები მოთხილამურეებს მსოფლიო თასის ეტაპებში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს“, - აღნიშნეს მთის კურორტების განვითარების კომპანიაში.

სკი კროსი (Ski Cross) 2010 წლიდან ოლიმპიური სპორტის დისციპლინაა. ის სათხილამურო ტრასაზე ოთხი სპორტსმენის ერთდროულად მონაწილეობას გულისხმობს. დაბრკოლებებით სავსე, დაახლოებით ერთკილომეტრიანი ტრასის დაფარვას მოთხილამურეები მინიმალურ დროში ცდილობენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]