weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

კანადელი მოციგურავე წყვილი ოლიმპიადის ისტორიაში შევიდა

17:28 სამშაბათი, 20 თებერვალი 2018

პიონჩანის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში მოცეკვავე წყვილებს შორის ოქროს მედალს კანადელები დაეუფლნენ. ტესა ვირტიუ და სკოტ მოირი გახდნენ ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენები ფიგურული ციგურაობის ისტორიაში, რადგან მათ ანგარიშზე უკვე ოლიმპიური თამაშების ხუთი მედალია, აქედან - სამი ოქროსი და ორი ვერცხლის.

კანადელმა მოციგურავეებმა ორი პროგრამის ჯამში 206.07 ქულა დააგროვეს, რაც მსოფლიოს ახალი რეკორდია. მეორე საპრიზო ადგილი დაიკავეს ფრანგებმა - გაბრიელა პაპადაკისმა და გიიომ სიზერონმა, ხოლო ბრინჯაო მედალი - ამერიკელებმა, იაპონური წარმოშობის და-ძმამ, მაია შიბუტანიმ და ალექს შიბუტანიმ.

ვირტიუმ და მოირმა ჯერ კიდევ ვანკუვერის 2010 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვეს ჩემპიონის ტიტული, 2014 წელს სოჭში ორი ვერცხლის მედალი აიღეს, პიონჩანში კი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ორჯერ ავიდნენ: პირველად - გუნდურ შეჯიბრებაში, მეორედ - წყვილთა ცეკვაში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]