weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სოლომონ კვერკველიას გუნდი მერვედფინალშია

10:44 პარასკევი, 23 თებერვალი 2018

ევროპა ლიგაზე პირველი პლეი-ოფის განმეორებით შეხვედრაში მოსკოვის „ლოკომოტივმა“, რომლის რიგებშიც საქართველოს ნაკრების წევრი სოლომონ (საბა) კვერკველიაც გამოდის, ფრანგული „ნიცა“ მეორედაც დაამარცხა და მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, ჯანო ანანიძის გუნდი მოსკოვის „სპარტაკი“ კი ტურნირს გამოეთიშა.

მოსკოვში გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი გავიდა და ის 30-ე წუთზე ნახევარცმველმა იგორ დენისოვმა გაიტანა. სოლომონ კვერკველია ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში იყო და მატჩი სრულად ჩაატარა. იური სიომინის გუნდმა „ნიცა“ ორი შეხვედრის ჯამში 4:2 დაამარცხა.

რაც შეეხება „სპარტაკს“, საშინაო მარცხის შემდეგ მოსკოველებმა ბილბაოში „ათლეტიკთან“გამართული საპასუხო შეხვედრა ანგარიშით 2:1 მოიგეს, თუმცა საერთო ანგარიშით 3:4 დამარცხდნენ და ევროპა ლიგას გამოეთიშნენ. ჯანო ანანიძე ტრავმის გამო განაცხადშიც არ ყოფილა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]