weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რუსეთს საერთაშორისო სპორტული ტურნირების მასპინძლობა აეკრძალება

10:12 ხუთშაბათი, 01 მარტი 2018

მიმდინარე წლის აპრილიდან რუსეთს სპორტის სხვადასხვა სახეობებში საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის უფლება ჩამოერთვა. ქვეყანა სათხილამურო სპორტის, ფარიკაობის, მხატვრული ტანვარჯიშისა და ჩოგბურთის სხვადასხვა ტურნირებს ვეღარ უმასპინძლებენ.

გადაწყვეტილების მიზეზი მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ახალი კოდექსია. 2017 წლის ნოემბერში რუსეთს ანტისადოპინგო სააგენტოს უფლებები არ აღუდგინეს და ამის გამო რუსეთი 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადიდან მოიკვეთა. შეგახსენებთ, რომ სკანდალის გამო პიონჩანის ოლიმპიურ თამაშებზე რუსი სპორტსმენები ოლიმპიური თეთრი დროშითა და სხვა სახელით გამოვიდნენ, თუმცა ორ მათგანს დოპინგის მოხმარება დაუდგინდა.

თუმცა, ყველაზე მთავარი ტურნირის, მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობას საფრთხე არ ემუქრება, რადგან დისკვალიფიკაცია არ ვრცელდება იმ ღონისძიებებზე, რომელთა ჩატარების შესახებაც ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. სასჯელი არ ვრცელდება ასევე იმ ტურნირებზე, რომელთა ჩამტარებელ ორგანიზაციას ხელი არ მოუწერია მსოფლიოს ანტისადოპინგო კოდექსზე.

რუსეთზე აღნიშნული დისკვალიფიკაცია იქამდე იმოქმედებს, სანამ რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს სანქციებს არ მოუხსნიან.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]