weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„არსენალში“ არსენ ვენგერს თომას ტუხელი შეცვლის

15:19 ორშაბათი, 26 მარტი 2018

სხვადასხვა ევროპული გამოცემების თანახმად, სეზონის დასრულების შემდეგ საფეხბურთო კლუბ ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანგ არსენ ვენგერს გერმანელი თომას ტუხელი ჩაანაცვლებს.

როგორც ირკვევა, ახალგაზრდა გერმანელმა სპეციალისტმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ინგლისის პრემიერ ლიგაში მუშაობა სურდა, ლონდონურ მხარესთან წინასწარ შეთანხმებას უკვე მიაღწია.

68 წლის არსენ ვენგერის გათავისუფლება ბოლო წლებია ინგლისის სპორტულ წრეებში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა, რადგან უკანასკნელ სეზონებში ლონდონელი „მეთოფეები“ წარუმატებლად ასპარეზობენ, ხოლო თავად ფრანგი მწვრთნელი წასვლას არ ჩქარობს. იგი „არსენალს“ სათავეში 1996 წელს ჩაუდგა და მას შემდეგ კლუბთან ერთად სამჯერ ინგლისის ჩემპიონატი (1998, 2002 და 2004 წლებში), შვიდჯერ ინგლისის ასოციაციის თასი და შვიდჯერ ინგლისის სუპერ თასი (Community Shield) მოიგო, თითოჯერ კი UEFA-ს თასისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალებში ათამაშა ლონდონური გუნდი.

რაც შეეხება 44 წლის თომას ტუხელს, იგი ცნობილი „მაინცში“ მუშაობისას გახდა, ბოლოს კი ორი სეზონის განმავლობაში (2015-2017 წლებში) დორტმუნდის „ბორუსიას“ წვრთნიდა, სადაც გერმანიის თასი მოიგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]