weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

„თელავი“ საკუთარ მოედანზე „WIT ჯორჯიასთან“ დამარცხდა

10:43 შაბათი, 31 მარტი 2018

ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 2-ში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბი „თელავი“ მე-4 ტურში საკუთარ მოედანზე „WIT ჯორჯიასთან“ მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

თელავის გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე ერთადერთი გოლი 21-ე წუთზე გავიდა და ის სტუმარმა მცხეთელებმა გაიტანეს - თავი შოთა დავლაშელიძემ გამოიჩინა. მასპინძელმა თელაველებმა დარჩენილ დროშ ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლეს და მიმდინარე გათამაშებაში მეორედ დამარცხდნენ.

4 ტურის თავზე მე-2 ლიგას სწორედ „WIT ჯორჯია“ ლიდერობს 10 ქულით. „თელავი“ კი 4 ქულით ათგუნდიან გათამაშებაში ჯერ-ჯერობით მე-7 ადგილზეა.

მომდევნო ტურის შეხვედრაში, რომელიც 4 აპრილს გაიმართება, „თელავი“ სტუმრად ქუთაისში ქობულეთის „შუქურასთან“ ითამაშებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]