weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბორჯომში ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა

20:12 სამშაბათი, 23 მაისი 2017

ბორჯომის ხეობაში, სოფელ ჩითახევში ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა. მდინარე მტკვარზე მოეწყო ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატის წინა საჩვენებელი დაშვება. ევროპირველობა ჩითახევში 28 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

სპეციალურად ჩემპიონატისთვის ჩითახევში შეიქმნა ინფრასტრუქტურა: დამონტაჟდა საფეხმავლო ხიდი მდინარე მტკვარზე, რომელიც ცენტრალურ მაგისტრალს ჯომარდობის ბანაკთან დააკავშირებს. მდინარის გასწვრივ წყლისგან დასაცავად აშენდა გაბიონები, მოეწყო საკემპინგე სივრცე სველი წერტილებით, მაყურებელთა ტრიბუნები და ღია კაფე.  

ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით იმართება.

ევროპის ჩამპიონატი ჯომარდობაში იმ 13 სპორტული ღონისძიების რიცხვშია, რომელიც გაერთიანებულია პროექტში Check in Georgia Sport.

ევროპის ჩემპიონატის  პირდაპირი ტრანსლირება მოხდება ინტერნეტით, საქართველოს ჯომარდობის ფედერაციის youtube.com ის არხზე.

ევროპირველობა ჩატარდება 6 კაციანი ნავებით - რაფტებით 4 ასაკობრივ კატეგორიაში ქალებსა და მამაკაცებში. კატეგორიები - 19-წლამდე, 23-წლამდე, ღია ანუ პროფესიონალები და მასტერსი ანუ ვეტერანები. ჩემპიონატი ტარდება მსოფლიო ფედერაციის ოფიციალური წესების და კრიტერიუმების დაცვით 4 დისციპლინაში - სწრაფდაშვება (სპრინტი), პირისპირ დაშვება (ჰედთუჰედ), სლალომი, დაშვება გრძელ მონაკვეთზე (დაუნრივერი).

საშეჯიბრო დღეებია - 24, 25, 26 და 27 მაისი.

Check in Georgia Sport-ის ფარგლებში საქართველო 2017 წელს მასპინძლობს:

  1. ძიუდოს გრან პრი, თბილისი 31 მარტი - 2 აპრილი
  2. საერთაშორისო ჩემპიონატი ავტორბოლაში, რუსთავი, 1-2 აპრილი
  3. დევისის თასის მატჩი (საქართველო-ლიტვა), თბილისი - 7-9 აპრილი
  4. ევროპის ჩემპიონატი სუმოში, თბილისი - 22-23 აპრილი
  5. მსოფლიო რბენა Wings for Life, კახეთი, ლოპოტას ხეობა, 7 მაისი
  6. ევროპის ჩემპიონატი უშუში, თბილისი, 11-21 მაისი
  7. ევროპის ჩემპიონატი ჯომარდობაში, ბორჯომი, 22-28 მაისი
  8. მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი რაგბიში, თბილისი-ქუთაისი - 31 მაისი-18 ივნისი
  9. ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში, თბილისი - 11-17 ივნისი
  10. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ფეხბურთში, თბილისი, გორი - 2-15 ივლისი
  11. მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი ხელბურთში, თბილისი - 8-21 აგვისტო
  12. მსოფლიო თასი ჭადრაკში, თბილისი - 2-28 სექტემბერი
  13. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ქალთა შორის ფრენბურთში, თბილისი, 21-25 სექტემბერი
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]