weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ბაიერნი“ გერმანიის ჩემპიონია

12:28 კვირა, 08 აპრილი 2018

გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშების გამარჯვებული მიუნხენის „ბაიერნი“ გახდა. „რეკორდმაისტერმა“ 29-ე ტურში სტუმრად „აუგსბურგი“ 4:1 დაამარცხა და 5 ტურით ადრე გაინაღდა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული.

ბავარიული გრანდი ზედიზედ მეექვსედ, სულ კი 28-ედ გახდა გერმანიის ჩემპიონი, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

„ბაიერნის“ მხცოვანმა თავკაცმა იუპ ჰაინკესმა მწვრთნელის რანგში მეოთხედ მოიპოვა ბუნდესლიგის ჩემპიონის ტიტული. იგი ბავარიულ კლუბთან ერთად ჩემპიონი აქამდე 1989, 1990 და 2013 წლებში გახდა.

ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილს ამ მომენტისთვის „ბაიერნი“ 72 ქულით უდგას სათავეში, მეორე ადგილზე მყოფი „შალკე 04“ კი მას 20 ქულის სხვაობით ჩამორჩება.

მიმდინარე სეზონში მიუნხენის „ბაიერნი“ იმ იშვიათ კლუბთაგან ერთ-ერთია, რომელსაც ე.წ. ტრიპლეტის მოგება შეუძლია. საამისოდ „რეკორდმაისტერმა“ ბუნდესლიგასთან ერთად გერმანიის თასი და ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]