weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ინგლისის ჩემპიონი „მანჩესტერ სიტი“ გახდა, საფრანგეთის - „პარი სენ-ჟერმენი“

11:51 ორშაბათი, 16 აპრილი 2018

ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატის 2017-2018 წლების გათამაშების გამარჯვებული „მანჩესტერ სიტი“ გახდა. პეპ გვარდიოლას გუნდმა ჩემპიონის ტიტული პრემიერ ლიგის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე გაინაღდა, რაშიც მას თანაქალაქელი გრანდი „მანჩესტერ იუნაიტედიც“ დაეხმარა. საფრანგეთში კი ჩემპიონობა ასევე ნაადრევად იზეიმა „პარი სენ-ჟერმენმა“.

„სიტიმ“ ბოლო მატჩში გასვლაზე „ტოტენჰემ ჰოტსპური“ დაამარცხა (3:1), თუმცა მისი ჩემპიონობა ამ ტურის შემდგომ ნაკლებად გახლდათ მოსალოდნელი, რადგან „სიტის“ უახლოესი მდევარი „მანჩესტერ იუნაიტედი” საკუთარ მოედანზე წყალწაღებულ „ვესტ ბრომვიჩ ალბიონს“ ეთამაშებოდა, თუმცა ჟოზე მოურინიოს გუნდი „ოლდ ტრაფორდზე“ სენსაციურად დამარცხდა (0:1) და 16-ქულიანი სხვაობის გამო „მანჩესტერ სიტი“ ავტომატურად გახდა ჩემპიონი.

ხალდუნ ალ-მუბარაქის კუთვნილი „მანჩესტერ სიტი“ არსებობის ისტორიაში მეხუთედ გახდა ინგლისის საუკეთესო გუნდი. აქამდე „ქალაქელებს“ 1937, 1968, 2012 და 2014 წლებში ჰქონდათ შიდა ჩემპიონატი მოგებული.

„პარი სენ-ჟერმენმა“ როგორც მოსალოდნელი იყო, ვადაზე ადრე გაიფორმა საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული. გათამაშების დასრულებამდე 5 ტურით ადრე უნაი ემერის გუნდი მოქმედ ჩემპიონ „მონაკოს“ 14 ქულით სჯობნიდა და 33-ე ტურში სწორედ უშუალო კონკურენტი და უახლოესი მდევარი „მონაკო“ მიიღო მშობლიურ „პარკ დე პრენსზე“. პარიზელებმა მეტოქე გუნდი 7:1 გააცამტვერეს და მონეგასკებს ჩემპიონის ტიტული ხმაურიანად ჩამოართვეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის ბომბარდირთა სიას სათავეში სწორედ „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი ედინსონ კავანი უდგას სათავეში 25 გოლით, მეორე ადგილზე კი ასევე პარიზული კლუბის წევრი ნეიმარია 19 გატანილი გოლით.

ყატარელი ბიზნესმენის, ნასერ ალ-ხელაიფის კუთვნილმა პარიზულმა საფეხბურთო კლუბმა საფრანგეთის ჩემპიონობა მეშვიდედ იზეიმა. აქამდე „პსჟ“ 1986, 1994, 2013, 2014, 2015 და 2016 წლებში იყო ქვეყნის ჩემპიონი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]