weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საქართველოს ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ლიგის ჩემპიონი გახდა

11:39 ორშაბათი, 30 აპრილი 2018

ევროპის ახალგაზრდული ლიგის ჩემპიონი საქართველოს 20-წლამდელთა კალათბურთის ნაკრები გახდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და დიმიტრი ჟაკობოვის გაწვრთნილმა გუნდმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ ფინალურ მატჩში ლატვიური „ვალმიერა” დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ლიგის რეგულარულ ჩემპიონატში 15 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 14 მოიგო და პირველ ადგილზე გავიდა. ქართველებთან ერთად ოთხთა ფინალში გავიდნენ ლატვიური „ვალმიერა“, პოლონური „ვლადსლავოვო“ და ბელარუსული „ცმოკი-მინსკი”.

ფინალური მატჩი დაძაბული გამოდგა. ლატვიურ გუნდს გამორჩეულად ტანმაღალი წამყვანი მოთამაშე არ ჰყავდა, თუმცა ძალიან სწრაფ, დალაგებულ და კომბინაციურ კალათბურთს თამაშობდნენ. ბალტიისპირელები მთელი თამაშის მანძილზე იბრძოდნენ, უმეტესად ლიდერობდნენ და გამარჯვებასთანაც ახლოს იყვნენ, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ქართველებმა მაინც მოახერხეს გამარჯვება – 81:80.

ყველაზე შედეგიანი ნიკოლოზ დარბაიძე გახდა, 21 ქულით, 10 მოხსნითა და 1 პასით.

მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა, რომელშიც პრიზიორი გუნდები, საუკეთესო მწვრთნელი, ოთხთა ფინალის სიმბოლური ხუთეული და საუკეთესო მოთამაშე საგანგებო პრიზებით დააჯილდოვეს. ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა, ევროპის ახალგაზრდული ლიგის საპატიო პრეზიდენტმა გუნტის სენჰოფსმა, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა, კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრმა ვლადიმერ ბოისამ და ევროპის ახალგაზრდული ლიგის ბორდის წევრმა გივი სანაძემ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]