weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ძიუდოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა

18:49 ორშაბათი, 30 აპრილი 2018

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა. ამის შესახებ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა განაცხადა.

„ევროპის ჩემპიონატზე შედეგის მიუღწევლობას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის სპორტი და ყოველთვის შეიძლება ასეთი რამ მოხდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პასუხისმგებლობას არ ვიზიარებთ. აქედან გამომდინარე, ვესაუბრე ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რომელიც სრულად აცნობიერებს რა აღნიშნულ სიტუაციას, ისიც და სამწვრთნელო შტაბიც, ეროვნულ ნაკრებთან აღარ გააგრძელებენ სამწვრთნელო პროცესს“, - ამბობს ქევხიშვილი „ფეისბუქით“ გავრცელებულ ვიდეოში.

შეგახსენებთ, რომ 29 აპრილს, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, სადაც ქართველმა სპორტსმენებმა მედალი ვერ მოიპოვეს, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმა განაცხადა, რომ დავით ქევხიშვილი ძიუდოს ანადგურებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]