weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი უნდა გადადგეს - ზვიადაური

14:22 სამშაბათი, 01 მაისი 2018

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს, - ამის შესახებ ძიუდოისტმა, პარლამენტის ყოფილმა წევრმა ზურაბ ზვიადაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დავით ქევხიშვილმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ჩემპიონატზე დაფიქსირებულ შედეგზე და მხოლოდ მის მიერ მიყვანილი მწვრთნელთა გუნდის გადაყენება საკმარისი არ არის.

„როდესაც დავით ქევხიშვილი მოვიდა ფედერაციის სათავეში, მან თავისი გუნდი მოიყვანა. რამდენჯერმე გვქონდა მწვავე საუბარი, ის მოქმედებდა ერთპიროვნულად. მას სურდა მწვრთნელი უზნაძის გადაყენება, რომელმაც საუკეთესო შედეგი დადო იმ წელს. ჩვენ ყველანი უზნაძის გვერდით დავდექით და მან ვერ გაათავისუფლა, თუმცა მოგვიანებით უზნაძის გუნდი მაინც გაუშვა და საკუთარი მეგობრები მოიყვანა, მათ შორის ირაკლი ცირეკიძე. ის არ არის კარგი მენეჯერი და ვერ ახერხებს თანხების სწორად განაწილებას. ახალგაზრდებს ავარჯიშებს საკუთარ დარბაზში. ორწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული და კაცი 80-90 ლარი ჯდება, ეს დაუშვებელია. როგორ გაიზრდებიან ახალგაზრდები თუ უფროს თაობასთან არ აქვთ ურთიერთობა. ეს არის არასწორი მიდგომა და თანხების არასწორი ფლანგვა“, - აღნიშნა ზურაბ ზვიადაურმა.

საქართველოს ნაკრები 26-29 აპრილს თელ-ავივში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა. საქართველოს ნაკრებს ირაკლი ცირეკიძე ხელმძღვანელობდა. ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი გუშინ სრული შემადგენლობით გადადგა.

შეგახსენებთ, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის პარალელურად, დავით ქევხიშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეცაა. 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ის ყვარლის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]