weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საქართველოს ჩემპიონი თბილისის „დინამო“ გახდა

10:38 შაბათი, 27 მაისი 2017

თბილისის „დინამომ“ საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის პლეი-ოფის ფინალური სერიის მესამე მატჩიც მოუგო „ქუთაისს“ და 2016-17 წლების სეზონის საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა „დინამოელებმა“ დამაჯერებლად მოიგეს რეგულარული ჩემპიონატი, საპლეი-ოფე სერიებში კი მშრალი ანგარიშით, 3:0 ჯერ „რუსთავს“ სძლიეს, შემდეგ კი - წინა სეზონის გამარჯვებულ „ქუთაისს“.

უკანასკნელი მატჩის პირველ პერიოდში თანაბარი ორთაბრძოლა მიდიოდა, მეორე-მესამე მეოთხედებში კი თბილისელთა უპირატესობა გამოიკვეთა. მეორე პერიოდის შუაწელში „დინამომ“ 13-ქულიან უპირატესობას მაიღწია. მართალია, ქუთაისელებმა სხვაობა ხუთამდე შეამცირეს, მაგრამ დიდი შესვენების წინ, ილია ლონდარიძის ორქულიანის შემდეგ, სტუმრებმა კვლავ ათქულიანი ჰანდიკაპი შეიქმნეს. მესამე მეოთხედის მსვლელობისას თბილისელთა უპირატესობა 17-ქულიანიც კი გახდა (55:38), დასკვნითი პერიოდის წინ კი „დინამო“ 14 ქულას, 63:49 იგებდა აუღელვებლად მიიყვანა მატჩი მოგებამდე - 93:76 (21:19 , 24:16, 18:14, 30:27)

შეხვედრაში 19 ქულითა და 9 პასით ყველაზე კარგი შედეგი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ქუთაისის“ წევრმა გიორგი ცინცაძემ აჩვენა. 16 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი როგორც ნაკრებში, ისე კლუბში მისმა თანაგუნდელმა ბექა ბექაურმა შეასრულა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]