weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

„რაპიდმა“ ქვილითაია 3 მილიონ ევროდ შეაფასა

12:49 ოთხშაბათი, 02 მაისი 2018

რამდენიმე დღის წინ უცხოური გამოცემები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ვენის „რაპიდი“ მზად იყო გუნდის ქართველი თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია რუსეთში სათამაშოდ გაეშვა.

აღნიშნული ინფორმაცია მალევე უარყო თავად საქართველოს ნაკრების წევრმა, რომელმაც ამ თემაზე Adjarasport-თან ექსკლუზიურ საუბარში მის რუსეთში გადასვლას ტყუილი უწოდა.

ამჯერად, ავსტრიული გავლენიანი გამოცემა Kurier–ის ინფორმაციით, ვენის „რაპიდი“ მართლაც მზადაა შეელიოს გიორგი ქვილითაიას, მაგრამ ავსტრიელი კლუბი ცენტრფორვარდს მხოლოდ 3 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვებს გუნდიდან

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქვილითაიას „რაპიდის“ მაისურით ბოლო 6 მატჩში ამდენივე გოლი აქვს გატანილი, სულ კი მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 12 გოლია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]