weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

„იუვენტუსი“ იტალიის ჩემპიონი ზედიზედ მეშვიდედ გახდა

10:22 ორშაბათი, 14 მაისი 2018

ტურინის „იუვენტუსმა“ 2017-2018 წლების სერია A-ს ბოლოსწინა ტურში სტუმრად რომში მესამეადგილოსან „რომასთან“ უგოლო ფრე ითამაშა და რადგანაც უახლოესი მდევარი „ნაპოლი“ მას 4 ქულით ჩამორჩება, იტალიის ჩემპიონის ტიტული მიჯრით მეშვიდედ, ჯამში კი 34-ედ მოიპოვა - „იუვენტუსის“ ორივე მიღწევა ქვეყნის ისტორიაში რეკორდულია.

საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა ტურინელთა ლეგენდად ქცეულმა მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმაც - 40 წლის გოლკიპერმა კარიერაში მეცხრედ მოიგო იტალიის ჩემპიონატი (2002, 2003, 2012, 2013, 2014, 2015, 2016, 2017 და 2018 წლებში) და საკუთარი რეკორდული მონაგარი გაზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბუფონის ხსენებულ ტიტულებში არ შედის „იუვენტუსის“ მიერ 2005 და 2006 წლებში მოგებული და შემდეგ ჩამორთმეული ჩემპიონობები.

ბუფონის გარდა „ბებერი სინიორას“ ზედიზედ შვიდჯერ გაჩემპიონება კლუბთან ერთად მეშვიდედ იზეიმეს შემდეგმა ფეხბურთელებმა: ანდრეა ბარძალიმ, ჯორჯო კიელინიმ, კლაუდიო მარკიზიომ და შტეფან ლიხტშტაინერმა.

შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრის გაწვრთნილმა ტურინულმა გრანდმა წელს იტალიაში ორ ტიტული მოიგო - ჩემპიონობამდე „იუვემ“ წინა კვირას იტალიის თასიც აღმართა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]