weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

400 დღე და 43 მატჩი: „ბარსელონა“ მაინც დამარცხდა

12:18 ორშაბათი, 14 მაისი 2018

პრიმერა დივიზიონში „ბარსელონა“ 400 დღე და 43 მატჩი დაუმარცხებელი იყო, რაც რეკორდული მაჩვენებელია, თუმცა რთული წარმოსადგენი იყო, კატალონიური გრანდი ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში თუ წააგებდა, მაგრამ ლა ლიგის ბოლოსწინა ტურში, ვალენსიაში დიდი სენსაცია დაფიქსირდა - მოკრძალებულმა „ლევანტემ“ ერნესტო ვალვერდეს გუნდი შინ დამარცხებული გაუშვა.

მასპინძლები 21 წლის განელი ემანუელ ბოატენგის დუბლით დაწინაურდნენ, მაგრამ პირველი ნახევრის დასრულებამდე, ფილიპე კოუტინიომ ანგარიშში სხვაობა საფირმო დარტყმით მინიმუმამდე შეამცირა. ჩემპიონმა „ბარსელონამ“, რომელიც რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის, მათ შორის ლიონელ მესის გარეშე თამაშობდა, მეორე ტაიმის საწყისი 10 წუთი კატასტროფულად ჩაატარა და ეს ტაბლოზეც აისახა: ბოატენგმა ჰეთ-თრიქი გაიფორმა, ალბანელმა-მაკედონიელმა ენის ბარდიმ კი - დუბლი და „ლევანტე“ ანგარიშით 5:1 იგებდა. სტუმრები გამოფხიზლდნენ და ათამაშდნენ: კოუტინიომ „ბარსას“ მაისურით პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა, ლუის სუარესმა კი პენალტით ანგარიში 5:4 გახადა. ვალვერდეს გუნდს ქულის გადასარჩენად დაახლოებით 20 წუთი ჰქონდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

ამრიგად, „ბარსელონას“ ჩემპიონატის წაუგებლად დასრულების შემთხვევაშიც შეეძლო რეკორდის დამყარება - ლა ლიგის ისტორიაში არასოდეს მომხდარა, რომ გუნდს გათამაშება წაგების გარეშე დაესრულებინოს, თუმცა კატალონიურმა კლუბმა დიდებული შანსი გაუშვა ხელიდან.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]