weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ქართველმა მსროლელებმა ჰეიდარ ალიევის გრან-პრიზე ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს

11:44 სამშაბათი, 15 მაისი 2018

აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში გამართულ ჰეიდარ ალიევის სახელობის გრან-პრიზე სასტენდო სროლაში საქართველოდან მრგვალ სტენდზე მსროლელები გამოვიდნენ და ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ სპორტის ამ სახეობაში მედალი მრავალი წლის შემდეგ პირველად მოიპოვა. აზერბაიჯანულ ტურნირამდე საქართველოს ნაკრებმა შეკრება გაბალაში გაიარა.

ქართველებმა წარმატებით იასპარეზეს ახალგაზრდებში, სადაც ჩემპიონი ლევან ჩინჩალაძე 102 ქულით გახდა, მეორეზე კი ლევან კაპანაძე გავიდა 98 ქულით.

უფროსებში კი ვერცხლის მედალს ლადო ნარჩემაშვილი (118 ქულა) დაეუფლა.

ჰეიდარ ალიევის სახელობის ტურნირზე სხვადასხვა ქვეყნიდან სულ 70-მდე თოფით მსროლელი მონაწილეობდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]