weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ტოჩინოშინი ერთპიროვნულად გალიდერდა

13:28 პარასკევი, 18 მაისი 2018

ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირ ნაცუ ბაშოზე ლევან გორგაძემ ზედიზედ 6 ორთაბრძოლა მოიგო და პირველ ადგილზეა. ტოჩინოშინის სახელით ცნობილი ქართველი სუმოისტის კონკურენტებს, მათ შორის ორივე იოკოზუნას, მინიმუმ თითო მარცხი აქვთ.

სუმოს ელიტარულ დარბაზ „რიოგოკუ კოკუგიკანში“ ტოჩინოშინმა მაკუუჩი დივიზიონის მეექვსე ორთაბრძოლა კლასის ხარჯზე და გამართლებით მოიგო - სეკივაკეს წოდების მქონე ლევანმა დასავლეთის მე-3 მაეგაშირას წოდების მქონე იუტაკაიამა ჭიდილის შემდეგ დაიქნია და მეტოქეც დოჰიოდან გადავარდა.

ხვალ ნაცუ ბაშოზე მე-7 დღის შეხვედრაში ტოჩინოშინის მეტოქე კომუსუბის წოდების (მეოთხე რანგი) მქონე მეტოქე ენდო იქნება, რომელსაც მიმდინარე სუპერტურნირზე თანაბარი ბალანსი (3 მოგება, 3 მარცხი) აქვს. პირად შეხვედრებში მასსა და ტოჩინოშინს შორის ანგარიში 3:3 გახლავთ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]