weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ქალთა ჭადრაკს ახალი, რიგით მე-17 ჩემპიონი ჰყავს

11:32 შაბათი, 19 მაისი 2018

ჩინეთის ქალაქ ჩუნცინში გამართულ ქალთა საჭადრაკო მსოფლიო პირველობას ახალი ჩემპიონი ჰყავს. ისტორიაში რიგით მე-17 ჩემპიონი ძიუ ვენძიუნი გახდა, რომელმაც 10 პარტიისგან შემდგარ მატჩში ანგარიშით 5.5:4.5 დაამარცხა წინა ჩემპიონი, თანამემამულე ტან ჯუნი.

ვენძიუნმა სამი პარტია მოიგო, ჯუნმა – ორი, კიდევ ხუთი პარტია ყაიმით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მატჩის პირველი ექვსი პარტიიდან ხუთი შედეგიანი აღმოჩნდა, ბოლო ოთხი პარტია კი ყაიმით დასრულდა.

27 წლის ძიუ ვენძიუნი პირველად თამაშობდა საჩემპიონო მატჩში. მან ეს უფლება შარშან, გრან-პრის მოგებით მოიპოვა. 26 წლის ტან ჯუნი კი მხოლოდ ერთი წელი იყო ჩემპიონი, რადგან მან ტიტული შარშან დაისაკუთრა.

აქვე გთავაზობთ ქალთა ჭადრაკში ყველა ჩემპიონის სიას:

ვერა მენჩიკი/მენჩიკოვა (რუსეთი/ჩეხოსლოვაკია/ინგლისი) – 1927-44

ლუდმილა ლუდენკო (სსრკ) – 1950-53

ელიზავეტა ბიკოვა (სსრკ) – 1953-56

ოლგა რუბცოვა (სსრკ) – 1956-58

ელიზავეტა ბიკოვა (სსრკ) –1958-62

ნონა გაფრინდაშვილი (სსრკ) – 1962-78

მაია ჩიბურდანიძე (სსრკ/საქართველო) – 1978-91

სიე ძუნი (ჩინეთი) – 1991-96

ჟუჟა/სიუზენ პოლგარი (უნგრეთი/აშშ) – 1996-99

სიე ძუნი (ჩინეთი) – 1999-2001

ჯუ ჩენი (ჩინეთი) – 2001-04

ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი) – 2004-06

სუ იუჰუა (ჩინეთი) – 2006-08

ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი) – 2008-10

ჰოუ იფანი (ჩინეთი) – 2010-12

ანა უშენინა (უკრაინა) – 2012-13

ჰოუ იფანი (ჩინეთი) –2013-15

მარია მუზიჩუკი (უკრაინა) – 2015-16

ჰოუ იფანი (ჩინეთი) – 2016-17

ტან ჯუნი (ჩინეთი) – 2017-18

ძიუ ვენძიუნი (ჩინეთი) – 2018-

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]