weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

შეუჩერებელი ტოჩინოშინის ზედიზედ მე-9 გამარჯვება

14:48 ორშაბათი, 21 მაისი 2018

მაისის სუპერტურნირ ნაცუ ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ზედიზედ მე-9 მოგება მიითვალა და ელიტარულ დივიზიონ მაკუუჩიში ერთპიროვნულ ლიდერობას აგრძელებს.

სეკივაკეს წოდების (მე-3 რანგი) მქონე ტოჩინოშინმა, რომელსაც უკვე განაღდებული აქვს დადებითი ბალანსი (კაჩი კოში), ტოკიოში მე-9 ორთაბრძოლა დაიეშოსთან გამართა და დასავლეთის მე-3 მაეგაშირას წოდების მქონე მეტოქე ჰაერში აწევით მარტივად გადაიყვანა დოჰიოდან.

ცხრა ორთაბრძოლიდან ცხრა მოგების მქონე ტოჩინოშინი ოძეკის წოდებას (მე-2 რანგი) მიუახლოვდა და რაც მთავარია, კარიერაში მე-2 იმპერატორის თასის მოსაგებად წინ დამაჯერებლად მიიწევს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]