weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ტოჩინოშინმა მე-11 გამარჯვება რთულ მეტოქესთან მოიპოვა

13:31 ოთხშაბათი, 23 მაისი 2018

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე სუმოს სუპერტურნირ ნაცუ ბაშოზე შეუჩერებლად მიიწევს წინ ლევან გორგაძე. ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა ქართველმა სეკიტორიმ ზედიზედ მოპოვებული 11 გამარჯვებით რანგში დაწინაურება გაინაღდა.

მაისის ბაშოზე ელიტარულ დივიზიონ მაკუუჩიში სეკივაკეს წოდების მქონე ტოჩინოშინმა რინგზე ეფექტური გდებით დაამარცხა გამოცდილი მეტოქე, წარსულში სახელოვანი კოტოშოგიკუ, რომელთანაც ქართველ სუმოისტს დღემდე საერთო პირადი ურთიერთშეხვედრები 7:24 ჰქონდა. ერთ დროს ოძეკის, ამჟამად კი აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირას წოდების მქონე 34 წლის იაპონელი სუმოისტი ლევან გორგაძემ შთამბეჭდავი ილეთით დოჰიოზე დაანარცხა.

ამრიგად, ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოზე მაკუუჩი დივიზიონის ლიდერობას ერთპიროვნულად აგრძელებს. მიჯრით მოპოვებული 11 მოგების წყალობით, იგი ოძეკი, ანუ მე-2 რანგის სუმოისტი გახდება. მაისის სუპერტურნირის დასრულებამდე ლევან გორგაძეს 4 შეხვედრაღა დარჩა, მათ შორის - ორივე იოკოზუნასთან. წარმატების შემთხვევაში კი ტოჩინოშინი „იმპერატორის თასს“ კარიერაში მეორედ მოიგებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]