weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ლიონელ მესი არგენტინას მუნდიალის ფავორიტად არ თვლის

10:24 სამშაბათი, 29 მაისი 2018

კატალონიის „ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრების ლიდერ ლიონელ მესის არგენტინის ეროვნულ ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტად არ მიაჩნია. 30 წლის სუპერვარსკვლავის განცხადებით, მუნდიალზე უფრო ძლიერი ნაკრებები ითამაშებენ.

„რუსეთში ფავორიტის სტატუსით არ მივდივართ, თუმცა ჩვენ გვყავს კარგი ფეხბურთელები და მჯერა, რომ არგენტინას შეუძლია მსოფლიოს ჩემპიონი გახდეს. მიუხედავად ამისა, არ შემიძლია იმის თქმა, რომ არგენტინა პლანეტის საუკეთესო გუნდია, რადგან არიან ჩვენზე ძლიერი გუნდებიც“, - განაცხადა მესიმ Channel 13-თან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ „ალბისელესტემ“ მოახლოებული მსოფლიო პირველობისთვის წამყვანი მეკარე დაკარგა - „მანჩესტერ იუნაიტედის“ წევრმა სერხიო რომერომ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და ეროვნულ გუნდში მისი ადგილი ნაუელ გუსმანმა („ტიგრესი“, მექსიკა) დაიკავა. სხვა მხრივ კი ხორხე სამპაოლის რჩეულთა სია უცვლელია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]