weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

რუსეთი 2018: ფეხბურთელთა მცირე სტატისტიკა

10:33 ხუთშაბათი, 07 ივნისი 2018

რუსეთში გასამართ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე 7 დღე რჩება. მუნდიალზე 32 მონაწილე ქვეყნის 736 ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობას, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ევროპულ კლუბებს წარმოადგენენ.

მონაწილე ფეხბურთელთა 74% ანუ 544 მოთამაშე ევროპულ გუნდებში ირიცხება.

ყველაზე მეტი - 16 ფეხბურთელით მუნდიალზე „მანჩესტერ სიტი“ იქნება წარმოდგენილი. მეორე ადგილზე „რეალია“ (15), მესამე პოზიციაზე კი - „ბარსელონა“ (14).

32 გუნდიდან ინგლისი ერთადერთია, რომლის ყველა, 23-ვე ფეხბურთელი შიდა ჩემპიონატში თამაშობს, ხოლო შვედეთი და სენეგალი საპირისპიროდ - მათი შემადგენლობა მთლიანად ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული.

რაც შეეხება მწვრთნელებს, არგენტინა ყველაზე მეტი, 4 სპეციალისტითაა მუნდიალზე წარმოდგენილი. ესენი არიან:

ხორხე სამპაოლი (არგენტინა), ხოსე პეკერმანი (კოლუმბია), რიკარდო გარეკა (პერუ) და ექტორ კუპერი (ეგვიპტე).

მეორე ადგილზე კი ესპანეთია: ხულენ ლოპეტეგი (ესპანეთი), რობერტო მარტინესი (ბელგია), ხუან ანტონიო პიცი (საუდის არაბეთი).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]