weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ქართველმა მკლავჭიდელებმა ევროპის ჩემპიონატზე 111 მედალი მოიპოვეს

17:31 პარასკევი, 08 ივნისი 2018

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მკლავჭიდში, საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და ჯამში 111 მედალი მოიპოვა, ხოლო ისტორიაში პირველად საქართველომ საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

საქართველოს დელეგაციამ, რომელთა შორის ეროვნული, ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრებების, ასევე პარანაკრების წევრები შედიოდნენ, ჯამში 45 ოქროს, 38 ვერცხლისა და 28 ბრინჯაოს მედალი აიღო. ამათგან ეროვნულმა გუნდმა 6 ოქროს, 10 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ახალგაზრდების ანგარიშზე 10 ოქრო, 9 ვერცხლი და 4 ბრინჯაოა, რაც შეეხება ჭაბუკთა ნაკრებს, მათ 4 ოქროს, 6 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს. ევროპირველობაზე იასპარეზეს ვეტერანებმაც და 1 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ნაკრებთა შორის უპრესტიჟულეს მძიმე წონაში ქართული ფინალი შედგა - გამოცდილი და მრავალგზის ჩემპიონი გენადი კვიკვინია, ასევე ტიტულოვან ლევან საგინაშვილს დაუპირისპირდა. დაძაბული და უშეღავათო ბრძოლა ლევან საგინაშვილის გამარჯვებით დასრულდა.

ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა პარამკლავჭიდელებმა. მათ ანგარიშზე ჯამში 49 მედალია: 24 ოქრო, 13 ვერცხლი და 12 ბრინჯაო, რის შედეგადაც გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]