weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

გურამ კაშია ამერიკაში ითამაშებს

16:41 შაბათი, 09 ივნისი 2018

როგორც მცირე ხნის წინ გახდა ცნობილი, საქართველოს ნაკრების წევრი გურამ კაშია არნემის „ვიტესს“ დატოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მცველი 8-წლიანი ჰოლანდიური კარიერის შემდეგ სათამაშოდ ამერიკის ჩემპიონატ MLS-ში გადავა.

ამერიკის ჩემპიონატში კაშიას კლუბი „სან ხოსე ერსქვეიკსი“ იქნება, სადაც ვაკო ყაზაიშვილი ასპარეზობს. კაშია შეერთებულ შტატებში უახლოეს მომავალში გაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს.

გურამ კაშია „ვიტესის“ ღირსებას 2010 წლიდან იცავს და კლუბის ლეგენდადაც იქცა -  ჰოლანდიის ერედივიზიონში არნემელთა მაისურით 245 მატჩი ჩაატარა, რაც გუნდის ისტორიაში რეკორდია. გარდა ამისა, „ვიტესის“ ქართველმა კაპიტანმა გასულ წელს ჰოლანდიის თასი მოიგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]