weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

„თელავი“ საკუთარ მოედანზე ბოლოადგილოსან „შუქურასთან“ დამარცხდა

10:05 ორშაბათი, 11 ივნისი 2018

ეროვნული ლიგა 2-ში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბი „თელავი“ მე-14 ტურის მატჩში საკუთარ მოედანზე გათამაშების აუტსაიდერ ქობულეთის „შუქურასთან“ დამარცხდა და დაგეგმილი ქულები დაკარგა.

თელაველთაგან ერთადერთი ბურთი მეორე ტაიმის დებიუტში საჯარიმოში ჩასულმა ცენტრალურმა მცველმა ილია ბერიაშვილმა გაიტანა, რომელმაც მეკარის მოგერიებულ ბურთს ახლოდან თავით დაამატა. სამ წუთში ბრაზილიელმა ჟეფინიომ გაათანაბრა, შემდეგ მანვე წინ გაიყვანა ქობულეთური გუნდი, შეხვედრის უკანასკნელ წუთზე კი სტუმრებმა მესამე გოლიც გაიტანეს.

„თელავს“ აქტივში 21 ქულა აქვს და ათგუნდიანი გათამაშების ცხრილში კვლავაც მე-4 ადგილზეა.

მორიგ შეხვედრას „თელავი“ 14 ივნისს, ხარაგაულში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ეგიდით გამართავს და ზესტაფონის „მარგვეთი 2006“-ს შეხვდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]