weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

კრისტიანო რონალდომ დანაშაული აღიარა

10:04 შაბათი, 16 ივნისი 2018

პორტუგალიელ ფეხბურთის ვარსკვლავ კრისტიანო რონალდოსა და ესპანეთის სახელმწიფო საადვოკატოს შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელის მიმართ დაწყებული სასამართლო საქმე დასრულდება.

მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა აღიარა საგადასახადო სისტემის მიმართ ჩადენილი ოთხი ფისკალური დარღვევა, რაც ორწლიან პატიმრობასა და 18.8 მილიონ ევრო ჯარიმას გულისხმობს.

ორწლიანი პატიმრობა, ესპანეთის კანონმდებლობის მიხედვით, შესაძლოა ჯარიმით ჩანაცვლდეს, რის გამოყენებასაც რონალდო გეგმავს, თუმცა მიუხედავად ამისა, მომავალში რაიმე სახის კრიმინალურ ან ადმინისტრაციულ დარღვევაში მხილება მას გაცილებით დიდ პრობლემებს შეუქმნის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]