weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ტური დასრულდა

10:57 ორშაბათი, 25 ივნისი 2018

რუსეთში მიმდინარე მსოფლიოს საფეხბურთო პირველობაზე მე-2 ტურის შეხვედრები დასრულდა. უკანასკნელ სამ მატჩში მაყურებელმა ინგლისის ნაკრების ხუთბურთიანი სხვაობით გამარჯვება, საბრძოლო ყაიმი და პოლონელთა ზედიზედ მეორე მარცხი იხილა.

G ჯგუფში მოასპარეზე ინგლისის ეროვნულმა გუნდმა კონკურენტ ბელგიას ტოლი არ დაუდო და ასევე დიდი ანგარიშით მოიგო თავისი შეხვედრა. მუნდიალის დებიუტანტ პანამელთა კარში ჰეთ-თრიქი შეასრულა „ტოტენჰემის“ ფორვარდმა და ნაკრების კაპიტანმა ჰარი კეინმა, რითაც ჯეფრი ჰერსტისა და გარი ლინეკერის შემდეგ მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მუნდიალზე ერთ მატჩში 3 გოლის გატანა შეძლო. ორი გოლი „მანჩესტერ სიტის“ მცველ ჯონ სტოუნზის ანგარიშზეა, ერთ გოლი კი „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევმა ჯესი ლინგარდმა გაიტანა. რაც შეეხება პანამას, ერნან დარიო გომესის გუნდს ისტორიული გოლის გატანა გაუხარდა და დიდი სხვაობით მარცხის მიუხედავად გული დიდად არც დასწყვეტია. სხვათა შორის, ამ ქვეჯგუფში ბოლო ტურის წინ საინტერესო ვითარებაა - ბელგიასა და ინგლისს თანაბრი ქულები (6-6) და თანაბარი ბურთების შეფარდება (8:2) აქვთ, ამიტომაც მე-3 ტურში გულშემატკივრები ამ ორ გუნდს შორის პრინციპული დაპირისპირების მოლოდინში არიან.

უხვგოლიანი ფრე დაფიქსირდა H ჯგუფში, სადაც პირველ ტურში მოგებული გუნდები ერთმანეთს შეხვდნენ. იაპონია და სენეგალის შეხვედრაში ბევრი სპეციალისტი და ქომაგი სწორედ ფრეს ელოდა. ასეც მოხდა, ორჯერ დაწინაურებულ აფრიკელებს „ამომავალი მზის ქვეყნის“ ნაკრებმა ორჯერ გაუთანაბრა და უხვგოლიანმა ყაიმმაც უკანასკნელ ტურისთვის ინტერესი, ბრძოლა და ინტრიგა კიდევ უფრო გაზარდა. აქვე გეტყვით, რომ ხსენებულ შეხვედრაში გატანილი გოლის ავტორი კეისუკე ჰონდა პირველი იაპონელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სამ სხვადასხვა მუნდიალზე შეძლო გოლების გატანა.

სანახაობრივი შეხვედრა გაიმართა ამავე ქვეჯგუფში. საწყის მატჩებში დამარცხებულ პოლონეთსა და კოლუმბიას ქულები ჰაერივით სჭირდებოდათ, დასახული მიზნის შესასრულებლად კი სამხრეთ ამერიკელები უფრო გააზრებულად მოქმედებდნენ. ხოსე პეკერმანის გუნდმა ყველა კომპონენტში დაჩაგრა ადამ ნავალკას გაწვრთნილი პოლონეთი, რომელმაც ზედიზედ მეორე უსახური მატჩი ჩაატარა და მერვედფინალისთვის ბრძოლას ნაადრევად გაეთიშა. არადა ევროპელები ამ ჩემპიონატზე პირველ კალათში იყვნენ განთესილები და ყველაზე იოლი ქვეჯგუფიც სწორედ H ჯგუფი გახლდათ. კოლუმბიელებმა კი გახსნილი, შემტევი და ლამაზი ფეხბურთი ითამაშეს, ერთმანეთზე შთამბეჭდავი გოლები გაიტანეს და ყველას დაუმტკიცეს, რომ პირველ ტურში იაპონიასთან მარცხი მხოლოდ და მხოლოდ ფორტუნის ბრალი იყო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]