weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

დიეგო მარადონა სტადიონიდან ჰოსპიტალში გადაიყვანეს

11:08 ოთხშაბათი, 27 ივნისი 2018

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონა ნიგერიისა და არგენტინის სანკტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ტრიბუნებზე მყოფი მარადონა მატჩის დაწყებამდე ნიგერიის გულშემატკივართან ერთად ცეკვავდა, პირველი გოლი ემოციურად აღნიშნა, შემდეგ ჩაეძინა, ხოლო მატჩის მიწურულს მარკოს როხოს გატანილი გოლის შემდეგ შუა თითების ჩვენება დაიწყო. ეს ყველაფერი პირდაპირი ტრანსლაციისას ჩანდა.

კულუარული ინფორმაციით, ფეხბურთის ლეგენდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რასაც ბევრი ადამიანი ჩემპიონატის წინა დღეებშიც ამტკიცებდა.

უამრავი ჟურნალისტისა და კრიტიკოსის მოსაზრებით, დიეგო მარადონა, მიუხედავად ფეხბურთში მისი უდიდესი მიღწევებისა და დამსახურებისა, ნაკლებად უნდა აჩვენონ ტელეეკრანებზე, რადგან ახალგაზრდა თაობებზე ცუდ ზეგავლენას ახდენს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]