weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

მუნდიალის უდიდესი სენსაცია: მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია ჯგუფში ჩარჩა

21:45 ოთხშაბათი, 27 ივნისი 2018

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გუნდმა, გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთში მიმდინარე საფეხბურთო პირველობა სრული კრახით დაასრულა და ქვეჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა. იოახიმ ლიოვის გუნდი უმოტივაციო სამხრეთ კორეის ნაკრებმა დაამარცხა და მიმდინარე ჩემპიონატზე მთავარი სენსაციის ავტორი გახდა.

გერმანიის ნაკრების ამოცანა მარტივი იყო: მსოფლიო ჩემპიონებს მერვედფინალში გასასვლელად და ტიტულის დასაცავად უმოტივაციო აუტსაიდერის, სამხრეთ კორეის დამარცხება სჭირდებოდა, თუმცა „ბუნდესმანშაფტმა“ უსახური შეხვედრა ჩაატარა, თამაშში ღირებული ვერაფერი შექმნა და არათუ მოგება ან გოლის გატანა მოახერხა, არამედ უდიდესი სირცხვილიც ჭამა. იოახიმ ლიოვმა კვლავ ვერ დააყენა ის ოპტიმალური შემადგენლობა, რომელიც წარმატებას მოიტანდა. კორეელებმა კი თავის მხრივ „კარი გაიჯახუნეს“, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ორი დამცინავი გოლი გაუტანეს სახელოვან მეტოქეს და რუსეთი თავაწეულებმა დატოვეს. აქვე გეტყვით, რომ ისტორიაში პირველად მოხდა, როდესაც გერმანია მუნდიალზე ჯგუფში ჩარჩა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 5 მსოფლიოს ჩემპიონიდან 4 ჯგუფში ჩარჩა - გერმანიამდე 2002 წელს საფრანგეთი ვერ გავიდა პლეი-ოფში, 2010 წელს - იტალია, 2014 წელს კი - ესპანეთი.

F ჯგუფის პარალელურ შეხვედრაში შვედეთს აუცილებელი გამარჯვება სჭირდებოდა, რათა შემდგომ ეტაპზე ეთამაშა, მექსიკა კი ფრის შემთხვევაში ინაღდებდა ქვეჯგუფში პირველ ადგილს. ორივე გუნდის ბედი გერმანელებზეც იყო დამოკიდებული, რადგან თუ გერმანია მოიგებდა, ხოლო მექსიკა დამარცხდებოდა, ორი მოპოვებული გამარჯვების მიუხედავად, მექსიკა ქვეჯგუფში ჩარჩებოდა. ქებას იმსახურებს იანე ანდერსონის გუნდი, რომელმაც დასახული ამოცანა ზედმიწევნით ზუსტად შეასრულა და მექსიკის საკმაოდ სიმპათიურ ნაკრებს მეორე ტაიმში სამბურთიანი სხვაობით სძლია. მექსიკელები ფსიქოლოგიურად მოიშალნენ და ერთადერთი საფიქრალი ისღა დარჩათ, გერმანელებს არ მოეგოთ კორეელებისთვის. საბოლოოდ კი ყველაფერი შვედეთისა და მექსიკისთვის კარგად დასრულდა და მერვედფინალში ორივე გუნდი გავიდა.

F ჯგუფი:

1. შვედეთი - 6 ქულა, ბურთები 5:2

2. მექსიკა - 6 ქულა, ბურთები 3:4

3. სამხრეთ კორეა - 3 ქულა, ბურთები 3:3

4. გერმანია - 3 ქულა, ბურთები 2:4

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]