weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„მილანი“ ევროტურნირებიდან მოკვეთეს

12:42 ხუთშაბათი, 28 ივნისი 2018

იტალიური საფეხბურთო კლუბი „მილანი“ ევროთასებიდან მოკვეთეს. ინფორმაცია UEFA-მ ოფიციალურად დაადასტურა. მკაცრი სასჯელის მიზეზი ე.წ. სამართლიანი თამაშის პრინციპის დარღვევა გახდა.

საქმე ისაა, რომ გასულ ზაფხულს „მილანმა“ დაშვებულზე მეტი თანხა დახარჯა და UEFA-ს დღემდე ვერ წარუდგინა ვალის დაფარვის გეგმა. შედეგად, „როსონერი“ ევროპა ლიგის გათამაშებიდან მოიხსნა, სადაც დამდეგ სეზონში უნდა ეთამაშა. სხვათა შორის სასჯელი ერთწლიანია და იტალიელებს გადაწყვეტილებას გასაჩივრების უფლება აქვთ.

მომდევნო სეზონში დასჯილი „მილანის“ ნაცვლად ევროპა ლიგაზე იტალიიდან ფლორენციის „ფიორენტინა“ იასპარეზებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]