weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ოლივერ კანმა იოზილი და ხედირა გააკრიტიკა

15:41 პარასკევი, 29 ივნისი 2018

ლეგენდარულმა გერმანელმა მეკარემ, ოლივერ კანმა ეროვნული ნაკრების შესახებ ისაუბრა და მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიისთვის ყველაზე ცუდი გამოსვლა შეაფასა.

ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მეკარემ „ბუნდესმანშაფტის“ ორი ვეტერანი შუახაზელი, მესუთ იოზილი და სამი ხედირა გაკიცხა, რომლებსაც სხვა სპეციალისტები აქამდეც აკრიტიკებდნენ.

„გერმანია დამსახურებულად ვერ გავიდა მომდევნო ეტაპზე. აშკარა იყო, რომ გუნდში ერთიანობა არ იყო. ყველაზე მეტად იმედი ხედირამ და იოზილმა გამიცრუეს. ისინი ყველაზე გამოცდილი მოთამაშეები არიან და თავის თავზე ბევრად მეტი უნდა აეღოთ. გუნდის თამაშის ხარისხიც კრიტიკას ვერ უძლებდა, ნაკრები ფორმაში არ იყო”- განაცხადა ოლივერ კანმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ეროვნული ნაკრები რუსეთში მიმდინარე საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატს სამარცხვინოდ გამოეთიშა - მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი გუნდი ქვეჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]