weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

იოახიმ ლიოვის მომავალი გერმანიის ნაკრებში გარკვეულია

16:45 სამშაბათი, 03 ივლისი 2018

იოახიმ ლიოვი გერმანიის ეროვნული ნაკრებში რჩება. როგორც გერმანული მედია იტყობინება, გამოცდილმა მწვრთნელმა თანამდებობაზე დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.

ინფორმაცია დაადასტურა გერმანიის ფეხბურთის კავშირის ხელმძღვანელმა რაინჰარდ გრინდელმა. საფეხბურთო მაღალჩინოსნის თქმით, გერმანელთა მიზანი ახლა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე წარმატებაა.

საინტერესოა, რომ იოახიმ ლიოვმა ნაკრების მწვრთნელის პოსტზე ახალი ხელშეკრულება მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გააფორმა. შეგახსენებთ, რომ მისი თავკაცობით გერმანია 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, მიმდინარე მუნდიალზე კი წარუმატებლად გამოვიდა და ქვეჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.

აქვე გეტყვით, რომ იოახიმ ლიოვი „ბუნდესმანშაფტს“ 2006 წლიდან წვრთნის, ახალი კონტრაქტი კი 2022 წლამდე აკავშირებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]