weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ავთანდილ ხურციძეს სასჯელი შეუმსუბუქეს

15:10 ოთხშაბათი, 04 ივლისი 2018

შეერთებულ შტატებში დაკავებულმა ქართველმა მოკრივე ავთანდილ ხურციძემ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა. მისი თქმით, ნიუ იორკის სასამართლომ სასჯელი შეუმსუბუქა.

როგორც „ჩაქუჩას“ მეტსახელით ცნობილი მოკრივე „ფეისბუქში“ წერს, იგი საპატიმროს სავარაუდოდ 1 წელიწადში დატოვებს.

შეგახსენებთ, 2017 წლის 8 ივნისს ხურციძე 14 ქართველთან ერთად აშშ-ში რუსულ კრიმინალურ სამყაროსთან კავშირის გამო დააკავეს, რის გამოც 8 ივლისს მსოფლიო კრივის ორგანიზაციის (WBO) ეგიდით ბრიტანელ ბილი ჯო სონდერსთან გასამართი საჩემპიონო ბრძოლა გაუქმდა. 15 დაკავებულიდან ორი სპორტსმენი იყო. ლევან მაყაშვილმა ციხის საკანი დატოვა, ხოლო ხურციძე პატიმრობაში რჩება.

მიმდინარე წლის მარტში სასამართლომ ხურციძის გირაოთი გათავისუფლების საკითხი განიხილა, თუმცა სპორტსმენს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]