weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ფოთის „კოლხეთის“ ხუთ ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია მისცეს

11:51 ხუთშაბათი, 05 ივლისი 2018

ფოთის საფეხბურთო გუნდ „კოლხეთი 1913-ის“ ხუთ ფეხბურთელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა დისკვალიფიკაცია მისცა. ამის მიზეზი მოთამაშეების მხრიდან მატჩების მსვლელობასა და შედეგზე მანიპულირებაა.

ეს ყველაფერი UEFA-ს თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიშების საფუძველზე დადგინდა. საკითხის განხილვის წინადადებით, კომიტეტს სფფ-ის სპორტული სამართლიანობის დაცვის განყოფილებამ მიმართა.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თფას ანგარიშში არ იკვეთება „კოლხეთი 1913-ის“ მოწინააღმდეგეთა მხრიდან რაიმე სახით გარიგებაში ყოფნის ნიშნები. სადისციპლინო კომიტეტი გაეცნო წარდგენილ დოკუმენტაციას, მოუსმინა კოლხეთი 1913-ის წარმომადგენელს და სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 126-ე მუხლის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, გუნდისთვის 6 ქულის დაკლების შესახებ. ამასთანავე კოლხეთი 1913-ის მოთამაშეებს ლაშა გოგონაიას, ბორის მახარაძეს, ზურაბ არზიანს, გიორგი კილასონიას და თორნიკე ჯიმშელეიშვილს მიეცათ 6-თვიანი დისკვალიფიკაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფეხბურთის ფედერაციისავე განმარტებით, რადგან ფეხბურთში არასპორტული მეთოდების ნებისმიერი გამოვლინების მიმართ მათი შეურიგებელი პოზიცია უცვლელია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სფფ მიმართავს შესაბამის უწყებას, რომელიც საკუთარი კომპეტენციის შესაბამისად განიხილავს აღნიშნულ საკითხს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]