weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ქართველმა მოჭიდავეებმა თბილისურ გრან-პრიზე 14 მედალი მოიპოვეს

15:26 ხუთშაბათი, 05 ივლისი 2018

საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები წარმატებით ასპარეზობენ ბალავაძისა და კარტოზიას სახელობის გრან-პრიზე, რომელსაც თბილისი მასპინძლობს.

თავისუფალთა ნაკრების აქტივში უკვე 5 მედალია. ტურნირის გამარჯვებულები ბექა ლომთაძე, ზურაბ იაკობიშვილი და გენო პეტრიაშვილი გახდნენ, გიორგი რევაზიშვილი და ირაკლი მწითური კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

ხვავრიელი დღე ჰქონდათ ბერძენ-რომაელებსაც. მათი მონაგარი 9 მედალია. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე გიორგი ხუჭუა და ლაშა გობაძე ავიდნენ, ლაშა მარიამიძემ და რევაზ ნადარეიშვილმა ვერცხლი მოიპოვეს, ხოლო ლევან ქავჟარაძე, ზურაბ დათუნაშვილი, გელა ბოლქვაძე, გიორგი მელია და ალექსი ლოდია ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]